გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი დროებით წყვეტს მუშაობას.
თბილისში, სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებთ:
დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრში, მის. აღმაშენებლის გამზირი №140ა;
გლდანი-ნაძალადების სერვისცენტრში, მის. სარაჯიშვილის ქუჩა №1
ისანი-სამგორის, ძველი თბილისისა და დიდგორის სერვისცენტრში, მის. გულუას ქუჩა №4
ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტს (032) 2-299-299.