ანა მაზანიშვილს თავში, მარცხენა საძილე არტერიის კლინოიდური სეგმენტის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია თურქეთში, ამ ეტაპზე ანას სახელმწიფოს მხარდაჭერით, ასევე მეგობრებისა და გულშემატკივრების დახმარებით გარკვეული თანხა შეუგროვდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიკო ბუზიაშვილი წერს.
მისი ინფორმაციით, ანას მხარდასაჭერად მომღერალმა ნინო სურგულაძემ 2500 ლარი ჩარიცხა. მისივე ცნობით, სურგულაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სხვებსაც მოუწოდა, ანას დაეხმარონ. შესაგროვლებად დარჩენილია 9200 ლარი.
"ყველას გთხოვთ, რომ დავუდგეთ გვერდში ანას და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, ეს არის ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რათქმაუნდა თითოეული ადამიანის სიცოცოხლე არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთის, ჩვენი საზოგადოებისთვის. მაგრამ გამომდინარე ანას საქმიანობიდან და ცხოვრების წესიდან ის ნამდვილად განსაკუთრებულა. მოდით ერთად , როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საზოგადოების გაერთანების შედეგად დავამარცხოთ ვერაგი დაავადება.
ანა შენ ის ადამიანი, ხარ რომელსაც ვფიქრობ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ უნდა მიბაძოს, მე დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. ახლაანასთვის გავერთიანდეთ", - აღნიშნავს სურგულაძე ვიდეომიმართვაში.
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი, GE55BG0000000894780200 მიმღები: ანა მაზანიშვილი.
საქველმოქმედო ნომერი: 0901 700 002
ონლაინ დახმარების ფონდი: http://wehelp.ge/view/content.php?id=181
ასევე, გაცნობებთ, რომ თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებში დაემატა კატეგორია #ახლაანასთვის - შეტანილი თანხა პირდაპირ ანას ანგარიშზე ირიცხება.