GEM Fest-ზე დასაქმებულები, რომლებმაც კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით, ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელი გადაკეტეს, აცხადებენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამართლებრივად გააგრძელებენ ბრძოლას.
მათი თქმით, რადგან ფესტივალი იხურება და პროტესტის ამ ფორმით გაგრძელება აზრს მოკლებულია,
"ორგანიზატორები არ შეგვხვედრიან. დავრეკეთ ადმინისტრაციაში და დაგვპირდნენ, რომ დღეს მოვა პასუხისმგებელი პირი. დღეს თუ არ მოვლენ და არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას კუთვნილი ანაზღაურების მიღების თაობაზე, ხვალიდან სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, ბილეთების კონტროლზე დასაქმებული 42 ადამიანი აცხადებს, მათ ხელშეკრულებით, 500-500 ლარი ეკუთვნით, მაგრამ 100-100 ლარი გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ წარუმატებლობაზე საუბრობდა.