14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანნმიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8191 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8125 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6771 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0997 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 აგვისტოდან შევა ძალაში.