თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„აფხაზ და ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. 25 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან. უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ დღეს სამშობლოსთვის მებრძოლი გმირები დაიღუპნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი გმირების ხსოვნას", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა, რის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.