15 – 17 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა სეტყვაც დაფიქსირდეს.
„15 – 17 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება 15 - 16 აგვისტოს +29, +34, ხოლო 17 აგვისტოს +25, +30 გრადუსამდე“, -ნათვამია სააგენტოს განცხადებაში.