GEM Fest-ზე დასაქმებულებმა, კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით, ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელი გადაკეტეს.
როგორც ბილეთების კონტროლზე დასაქმებული 42 ადამიანი აცხადებს, მათ ხელშეკრულებით, 500-500 ლარი ეკუთვნით, მაგრამ 100-100 ლარი გადაუხადეს.
"არავის შევუშვებთ, სანამ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული ცაბუნია ვართაგავა.
შეგახსენებთ, რომ GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ წარუმატებლობაზე საუბრობდა.