უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი იმედოვნებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, «ბორისპოლის“ აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა დღისწესრიგში დადგება.
„ვიმედოვნებ, რომ Ryanair-თან ურთიერთობების გარკვევის შემდეგ „ბორსპოლისთვის“ სახელის გადარქმევის თემასაც მივუბრუნდებით“, აღნიშნა მინისტრმა.
ვლადიმირ ომელიანი „ბორისპოლითვის“ ივან მაზეპის სახელის მინიჭებას ემხრობა.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე მსჯელობა სექტემბრის ბოლომდე მოხდება.