საუდის არაბეთის პრინცი, ალ-ვალიდ იბნ ტალალ იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი თურქეთში, ბოდრუმში დასასვენებლად ჩავიდა.
პრინცი ბოდრუმში საკუთარი Boeing 747-ით ჩაფრინდა. პრინცის ბარგი 300-ზე მეტ ჩემოდანს მოიცავს, რისი გადატანისთვის სატვირთო ავტომობილი გამოიყენეს. პრინცი ულტრა ლუქსის ტიპის სასტუმროში 1 კვირით დაისვენებს და ასევე დროს კერძო იახტაზე გართობისთვისაც გამონახავს.