ალა პუგაჩოვას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ბოლო დროს პრიმადონა თავს ძალიან ცუდად გრძნობს. მას პრობლემები აქვს გულთან დაკავშირებით.
პუგაჩოვა სასწრაფოდ გაამგზავრეს ისრაელში, სადაც რუსი ოლიგარქის მიხაილ პროხოროვის კლინიკაში გამოკვლევას უტარებენ, აქვე ჩაუტარდება ოპერაციაც.
პროხოროვმა ალა ბორისოვნას მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო.
პუგაჩოვას დიაბეტი აქვს. მას 2008 წელს გადატანილი აქვს საკმაოდ რთული ოპერაცია. როგორც ექიმები აცხადებენ, მას ხშირად უწევს სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, ვერ ახერხებს ცხოვრების ნორმალური რიტმის დაცვას, რაც უარყოფით გავლენას ახდეს მის ჯანმრთელობაზე.
პუგაჩოვას ოპერაციის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის