რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-15 კილომეტრზე, გვიან ღამით მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე ასაკის მამაკაცს შეეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.