საქართველოში წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 43 გრადუსი 6 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში დაფიქსირდა, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ.
სპეციალისტების თქმით, ასევე მაღალი ტემპერატურა, 40 გრადუსი გუშინ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, მარნეულში დაფიქსირდა. გუშინ ასევე მაღალი ტემპერატურა, 39 გრადუსი იყო თბილისში.
რაც შეეხება დღევანდელი დღის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 33-38 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 34-38 გრადუსი. დედაქალაქში დღეს 36 გრადუსია ნავარაუდევი.