15 აგვისტოდან ძალაში ხმაურის შესახებ კანონის ახალი რეგულაციები შედის, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა წესდება 23 საათიდან დილის 8 საათამდე.
კანონის მიხედვით, ამ პერიოდში ბარებსა და რესტორნებში მხოლოდ 40 დეციბალამდე ხმაურია დასაშვები. დღისით კი ხმაური 38 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით,
თუ კანონი დაირღვა, ნებისმიერ პირს უფლება აქვს საპატრულო პოლიცია გამოიძახოს.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაზე - გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებაზე - 150-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500-ლარიანი.
პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი 28 ივნისს დაამტკიცა.