ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაჩქარებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაზრის ადმინისტრაციას კი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სთხოვენ, რათა ხელახლა შეძლონ საქმიანობის დაწყება.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
,,დღეს ერთი თვე შესრულდა ბაზრობაზე ხანძრის გაჩენიდან. ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. ვითხოვთ ჩვენი პრობლემის გულთან მიტანას და დახმარებას“, - განაცხადა ფოთის რაიონულ პროკურატურასთან შეკრებილ მოვაჭრეთაგან ერთ-ერთმა - მიმოზა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ფოთის ბაზრობაზე 10 ივლისს გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.
მომხდარზე გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს"
ფოტო: საზოგადოებრივი