21 აგვისტოს თბილისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის დელეგაცია ეწვევა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 21 აგვისტოს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ჩინელ ბიზნესმენებს განსუს პროვინციიდან.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სფეროები: სოფლის მეურნეობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ინჟინერია, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, ავიაცია, ფარმაცევტიკა, სამშენებლო მასალები, ავტო ნაწილები, სპორტული დანადგარები, კერამიკა, ლოჯისტიკა, ქიმიური ნივთიერებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასტუმრო ინდუსტრია, სარწყავი მოწყობილობები.