ჩინური კომპანია "სინოჰიდროს" მუშებმა, ლანჩხუთში, მუნიციპალიტეტის შენობასთან აქცია გამართეს.
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების მოთხოვნაა, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული, 40 სთ–იანი სამუშაო დროის დაცვა, 1 სთ–ში კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების 50%–ით გაზრდა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება.
მუშების თქმით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ადგილობრივი ხელისუფლება მუშებს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
ფოტო: საზოგადოებრივი