გურიაში Zara, Mango, Bershka და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკა ოზურგეთში გაიხსნება.
გეგმის მიხედვით, თურქული კომპანია Baykanlar პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება.
"სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქული მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია",- განაცხადა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.