უნგრული „ლოუკოსტერი“ Wizz Air-ი ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანია ისრაელის ქალაქ ეილატიდან რიგის, კატოვიცეს, პრაღას და ბუქარესტის მიმართულებით იწყებს რეისების შესრულებას. Wizz Air-ი ახალ მიმართულებებზე ფრენას 29 ოქტომბრიდან დაიწყებს. აღნიშნულ მიმართულებებზე ავიაბილეთები Wizz Air-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია და მისი ღირებულება, ერთი გზა, 19,99 ევროდანაა.