თურქეთში, ქალაქ სამსუნის აეროპორტი 3 თვით დაიკეტა. თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
როგორც ირკვევა ბილიკზე საკმაოდ ბზარები იყო დაფიქსირებული და ამიტომ მისი რეაბილიტაცია აუცილებლობას წარმოადგენდა.
მგზავრებს, რომელთაც სამსუნში ჩაფრენა ან სამსუნიდან ფრენა სურთ, შესაძლებლობა აქვთ მეზობელი ქალაქების აეროპორტებიდან იფრინონ.