13 აგვისტოს მეიდნის ტერიტორიაზე (კონკრეტულად თამადის ძეგლის და ბამბის რიგის მიმდებარე ტერიტორიაზე ) ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას იღებს გამაგრილებელი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები, მათ შორის: თოლია, ზედაზენი, სნო, კოკა-კოლა, GD ALCO, MADO, აისი, კასტელი, კამპა, Reb-Bull, Combo Pops, Lolly Frozen Yougurt, Fruit Factory, კულა და ა.შ.
ფესტივალი იქნება ერთ დღიანი და შემდგომში მას ექნება ყოველწლიური ხასიათი და მასზე წარმოდგენილი იქნება ნაყინის გამაგრილებელი/მინერალური სასმელებისა და ლუდის დიდი არჩევანი.
ფესტივალზე კომპანიების დიდი ნაწილი წარმოადგენს ახალი პროდუქტის პრეზენტაციას, რომლის დეგუსტაციაც არის დაგეგმილი ფესტივალზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში მონაწილე კომპანიები შესთავაზებენ მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციებს და წამახალისებელ გათამაშებებს.
დეტალები შეგიძლილათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://www.facebook.com/events/127349641210544/