ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
67 წლის რამაზ კურტანიძე სახლიდან 4 აგვისტოს დილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის წევრების თქმით, მას ჯანმრთელობისა და მახსოვრობის პრობლემა ჰქონდა.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის განყოფილება და სოფლის მოსახლეობაა ჩართული.