მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები მთაწმინდის ფერდობზე. როგორც „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა.
„მთელი ღამის განმავლობაში 5 ცისტერნა და 30 მეხანძრე-მაშველი ადგილზე რჩებოდა და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდა იმისთვის, რომ სადმე ხანძრის კერა არ ყოფილიყო დარჩენილი. ღამემ საკმაოდ ნორმალურად და მშვიდად ჩაიარა, განსაკუთრებული ტიპის გართულებებს ადგილი არ ჰქონია. ახლა მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება, ბოლომდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხანძრის არცერთი კერა არსებობს.
გუშინ 2 ჰექტარის ფართობზე იყო ხანძარი გავრცელებული. შეტყობინების მიღებისთანავე ძალიან ოპერატიულად მოხდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების ადგილზე მობილიზება. დროთა განმავლობაში მათ ჯგუფები კიდევ შეემატათ. ჩვენი სამაშველო ჯგუფის ჩართვიდან 35 წუთში ხანძრის ლიკალიზება მოხდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო ორგანო დაადგენს“, - აცახდებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.