მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ორი ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე 8 მანქანა და 70 მეხანძრე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
„მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ორი ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია. ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს, მხოლოდ პატარა კერებია დარჩენილი. ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე, 8 მანქანა და ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩაქრება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა მალანიამ.
ცნობისთვის, ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს მოეკიდა.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ნარმანიას თქმით, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენება სარისკოა.