”ამ დროისთვის პანთეონზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს”, - განუცხადეს ”ჯი-ეიჩ-ენ-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
”აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი, ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული, რომ ხანძრის ქრობა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. ფაქტობრივად ყველა მხრიდან ხანძარი დაჭერილია, მისი მოსახლეობაში გავრცელების, ან სხვა ფასეულობების დაზიანების საშიშროება ჯერ არ არსებობს.
ძალიან რთული რელიეფური პირობებია. მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან, ფიზიკურად შეუძლებელია იქ სხვა დამატებითი ძალები შევიყვანოთ. ხანძარი ბალახებსა და ბუჩქებზეა და არა მასიურ ტყეზე. რაც შეეხება ვეტმფრენს, საჭიროების შემთხვევაში, ალბათ ჩაერთვება”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.