ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.
ადგილზე ასევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ისინი ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ.
ცნობისთვის, ხანძარი მთაწმინდაზე „ეშმაკის ბორბალს“ უახლოვდება. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს უკიდია.
როგორც დავით ნარმანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.