მთაწმინდის პარკიდან, „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
სამართალდამცველების განმარტებით, ხალხის გაყვანა უსაფრთხოების მიზნით მოხდა.
ცნობისთვის, ადგილზე ათი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთაწმინდაზე სწრაფად ვრცელდება.
ხანძარი მთაწმინდაზე „ეშმაკის ბორბალს“ უახლოვდება. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს უკიდია.
როგორც დავით ნარმანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.