8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3903 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3904 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8246 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8204 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6772 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1150 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 აგვისტოდან შევა ძალაში.