სოფელ ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში, ადგილობრივი მცხოვრებლის ლია ჩლაჩიძის საცხოვრებელი სახლის სარდაფში მდებარეობს.
მუზეუმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფოტომასალასა და სხვადასხვა ოჯახებში დამწვარ და გადარჩენილ ნივთებს აერთიანებს.
მუზეუმის გახსნის იდეა სახლის მესაკუთრეს ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის, რომელმაც სარდაფი საკუთარი ხარჯებით მოაწყო. მუზეუმის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პრეზიდნტის ადმინისტრაციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.