ზაზა ფაჩულია NBA-ის ტროფი ტურის ფარგლებში საქართველოში ვიზიტს აგრძელებს.
9 აგვისტოს, ცნობილი კალათბურთელი პროექტ ბიზნესდაჯილდოების ნომინაციის „წლის სტარტაპერის“
მონაწილეებს შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფაჩულია პანელ დისკუსიის დროს დასმულ კითხვებს უპასუხებს.
შეხვედრის ადგილი: ფაბრიკა (Impact Hub), მისამართი: ე. ნინოშვილის ქ. #8
დასაწყისი: 20.00 სთ