„ლოუკოსტერი“ Air Arabia, 2017 წლის მეორე კვარტალში, მოგების 21%-იან ზრდაზე აცხადებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მეორე კვარტალში წმინდა მოგებამ 158 მლნ დირჰამი შეადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Air Arabia-ს წმინდა მოგება 131 მლნ დირჰმის დონეზე დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში კი კომპანიის საერთო მოგებამ 906 მლნ დირჰამი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 894 მლნ დირჰამი.
Gulf Business-ი ვარაუდობს, რომ ავიაკომპანიამ გარკვეული ზარალი განიცადა, გასულ თვეში, კატარის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში Air Arabia 2.05 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო მისი დატვირთულობის კოეფიციენტმა კი საშუალოდ 75 %-ი შეადგინა.