საქართველოს მოქალაქეები ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.
მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და პროტესტის ამ ფორმით დაგმეს რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქცია ოკუპანტების ჯარიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები. ისინი აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებისთვის პატივის მიგებასაც გეგმავენ.