უკრაინის, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების გრაფიკის დაცვის კუთხით, ყველაზე ცუდი და კარგი ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი 2017 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით განხორციელებული რეისების მიხედვითაა შედგენილი.
როგორც ირკვევა, აეროპორტმა ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიებად Czech Airlines, Belavia, Aegean Airlines და Georgian Airways-ი დასეხელა. ამ ავიაკომპანიების მიერ განხორციელებული რეისების 90%-ის დროის სიზუსტით შესრულდა.
„ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიებში „ვერცხლი“ ავიაკომპანიებმა Austrian Airlines-მა, Lufthansa-მ, Windrose Airlines-მა, Air Arabia-მა, airBaltic-მა, FlyUA-მ, Air France-მ, Azur Air Ukraine-მ, Anda Air-მა, Azerbaijan Airlines-მა, Dneproavia-მ KLM-მა, Turkish Airlines-მა, British Airways-მა, Ellinair-მა, Atlasglobal-მა, LOT-მა, UM Air-მა, Bravo Airways-მა მოიპოვეს.
6 თვის მონაცემებით აუტსაიდერთა რიგებში აღმოჩნდა ისრაელური ავიაკომპანია El Al-ი, რომელმაც გეგმის მიხედვით რეისების მხოლოდ 34%-ი განახორციელა.