აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 33,7%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 28,1%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-ივლსის გეგმა 119 მლნ 467 ათას 700 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 159 მლნ 751 ათას 100 ლარი, ანუ გეგმა 133,7%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 7 თვის მონაცემებით, 132,2 %-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 166,1%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 114,3%-ით.
რაც შეეხება იანვარ-მაისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 186 მლნ 405 ათას 300 ლარი იყო, თუმცა გეგმა 28,1%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 238 მლნ 768 ათას 200 ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 28,6%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 40,7%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 4,6%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 106,1%-ი, ქობულეთი - 85%-ი, ხელვაჩაური - 176,4%-ი, ქედა - 157%-ი, შუახევი - 218,8%-ი და ხულო - 340%-ი.