შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საზღვარზე 6 თვეში სულ 7631 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს ეთქვა და ამ მაჩვენებელმა 571 შედგინა, შემდეგ მოდის თურქეთი - 492; აზერბაიჯანი - 418; რუსეთი - 230, სირია - 175 და უზბეკეთი - 171.
ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საქართველოში შემოსვლაზე უარს ეხება. შემდეგ მოდის დეპორტაცია, სავიზო რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა.