7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3904 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3910 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8204 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8393 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.89 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.6765 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1197 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 აგვისტოდან შევა ძალაში.