კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თუშეთში პრესტური გამართა. სხვადასხვამედიასაშუალებების 20 წარმომადგენელი ომალოს ეწვია. ჟურნალისტებმა კესალოს კოშკები დაეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. ტურის მონაწილეებმა სოფელ დართლოში მოინახულესკულტურული ძეგლები და გაეცნენ თუშურ სამზარეულოს. ომალოში მედიის წარმომადგენლებიდაესწრნენ ტრადიციულ დოღს, ასევე გადაიღეს ფესტივალი „აქ თუშეთია.“ შიდა ტურიზმისპოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა დაშიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული კუთხეთუშეთი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან1900 -2400 მეტრამდეა განლაგებული. თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა, გომეწრის,წოვათას თემი და ჩაღმის თემი. თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალო ჩაღმის თემსმიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება დასაქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.)გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვეფუნქციონირებს.