საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა Gem Fest-ზე 22 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმაურება.
მაკა ჩიჩუა შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„არ მინდა ხოლმე ასეთ ამბებს ფბ ქსელით გამოვეხმაურო … ვცდილობ არ ჩავერთო განსჯა / განკითხვაში , მაგრამ ერთ-ერთი ბოლოს შემხვდა ნათია ფანჯიკიძის პოსტი …. ამ ამბავთან დაკავშირებით სხვა ადამიანებმაც გამოხატეს წუხილი , დარდი სხვადასხვა მოსაზრება და უმრავლესად პრევენციული ზომების მიღების საჭიროებას ვხედავთ ყველა…
თუმცა, სანამ მაქამდე მივალთ მინდა გითხრათ პრევენცია და გადარჩენა კი არა … ამ პოსტის ქვეშ , ისეთი გამეტებით და სისასტიკით წერენ რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ღირსია ასეთი შედეგის … აბა რა ეგონა … რომ სადარდებელი სულაც არ არის და ა. შ. თანაც ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს ეს არ არის ორი სამი ადამიანი …. ჰოდა მინდა გითხრათ არავინაა დაცული იმისგან რომ თქვენს შვილს , შვილიშვილს, ახლობელს ან ნებისმიერ ახალგაზრდას არ დაემართოს … ნუ გაიმეტებთ … ეს გოგო მოიწამლა … ქვეყანაში მოწამლული ნივთიერება შემოაქვთ… ერთი მოხმარებით ასეთი მძიმე შედეგი არ დგება თუ არა რომ საწამლავს ურევენ…
მაგრამ აქ ,ამ შემთხვევაში ნარკოტიკია ნახსენები და გამოყენებული , ამიტომ მავანს ნარკოტიკის ხსენებაზე და გამოყენებაზე აქვს ასეთი რეაქცია …. მაშინ აქვე გავიხსენებ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ამბავს …. რომელიც განსაკუთრებული ზიზღითა და გამეტებით გაიმეტეს სასიკვდილოდ და სალანძღავად :(((((
იმ შემთხვევაში რა იყოოო ? პატარა ჯანმრთელი , ლამაზი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და სასწაულით გადარჩა …
სიტყვას დიდი ძალა აქვს … ხოდა “მორალისტებო ” სანამ ადამიანს გაიმეტებთ სალანძღავად იქნებ ათამდე მაინც დაითვალოთ და ჭეშმარიტად სიკეთის გზა აირჩიოთ თუნდაც ეგოისტურად .. საკუთარი თავის (სულის) გადასარჩენათ …
წარმატებებს გისურვებთ ყველას“, -წერს მაკა ჩიჩუა.