2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში ფოტოგამოფენა „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილისა და გლებ გორანიჩის ფოტოები. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.