ლატარიის ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ჯი ენ ელ“-ში 25%-იან წილს ბულგარული „New Games“ ფლობს, რომელიც ბულგარეთში ეროვნული ლატარიის ჩატარების ლიცენზიას ფლობს. „New Games“ ბულგარეთში 2012 წლიდან არსებობს და ბიზნესმენ ვასილ ბოჟკოვის საკუთრებაშია.
რაც შეეხება „ჯი ენ ელ“-ის 75%-იან წილს, მას საქართველოში რეგისტრირებული კომპანია „ვინ“ ფლობს, რომელიც ბიზნესმენ კობა ღურწკაიას საკუთრებაშია. ლატარიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ხუნდაძეა.
ახალი კომპანია ბაზარზე „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ შეცვლის და საქართველოში ლატარიის ორგანიზებას 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
წყარო: 1tv