Wizz Air-მა აპი განაახლა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, განახლებულ აპს ახალი ფუნქციებიც დაემატა და არსებული ფუნციები გაუმჯობესდა.
მარტივი ძიება და დაჯავშნა: Wizz Air-ის ახალი აპის მეშვეობით იაფი ავიაბილეთების ძიება და დაჯავშნა კიდევ უფრო გამარტივდა. გაწევრიანდით WIZZ Discount Club-ში, ან, უბრალოდ, გამოიყენეთ არსებული წევრობა კიდევ უფრო დაბალი ფასებით სარგებლობისთვის.
ქრონიკა: გაეცანით რეისების განრიგს და გადახედეთ თქვენს ჯავშნებს თქვენს ფრენებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეშვეობით. Wizz Air-ის ქრონიკის მეშვეობით მგზავრობებისთვის თვალის მიდევნება და მოგზაურობა კიდევ უფრო სახალისო იქნება."
აპს-შიდა ჩასხდომის ბარათი: დაივიწყეთ ბილეთის ამობეჭდვის აუცილებლობაა და ჩასხდომის გასასვლელთან ინტერნეტთან დაკავშირების საჭიროება. იმ აეროპორტებში, სადაც შესაძლებელია ჩასხდომის მობილური ბარათის გამოყენება, შეგიძლიათ ისარგებლოთ აპს-შიდა ჩასხდომის ბარათით მაშინაც კი, როცა თქვენი ტელეფონი არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან.