რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული კარიკატურისტი, ბესიკ დუღაშვილი რომელიც სამართალდამცავებმა ერთ-ერთ მონასტერში იპოვეს, ოჯახში კვლავ არ დარბუნებულა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ დუღაშვილის დამ, ანნა დუღაშვილმა განუცხადა.
„ის ისევ მონატსერშია და ჩამოსვლას არ აპირებს. მონასტერს ვერ დაგისახელებთ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ რუის ურბნისის ეპარქიაშია. მისი სურვილი იყო მასთან არ ჩავსულიყავით, მაგრამ მერე თვითონ დამიკავშირდა, ჩამოდი, შენი ნახავა მინდაო. პირველადი მოხმარების საგნები ჩავუტანე, არაფერი ჰქონდა წაღებული. იმდენად ემოციური შეხვედრა გვქონდა, დიდი ხანი ტირილს ვერ ვიკავებდით. ეტყობოდა, მანამდეც ნამტირალევი იყო, სახე შეშუპებული, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. რაც აქ ვარ, მას შემდეგ არ მიძნიაო, მითხრა.
როცა მამაოებთანაა, თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან ისინი ძალიან ადვილად უგებენ. აქ ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, ვდირე სახლში, ან საზოგადოებაში ვიგრძნობდი, ამ ეტაპზე წამოსვლაზე საუბარიც არ მინდაო, მითხრა.
გაუჩინარების თემაზე ძალიან ცოტა ვისაუბრეთ, რადგან საშინლად ნერვიულობდა. მხოლოდ ის მითხრა, ახლა იქ ვარ, სადაც სულიერად დასვენებული ვარო. ასეთი ამბავი თუ ატყდებოდა არ მეგონა, ვიცოდი რომ მხოლოდ თქვენ დაიწყებდით ჩემს ძებნასო. მეუფეს უთქვამს მისთვის, პრემიერ-მინისტრმა აიყვანა შენი საქმე პირად კონტროლზე, შენ რა დიდი კაცი ყოფილხარო. ბესომ ყველას მადლობას და ბოდიშს ვუხდი, როცა ჩამოვალ, პირადად მოვხუდი ყველას ბოდიშსო“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ საუბარში ანნა დუღაშვილი.