ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული უმცროსი სერჟანტის, მდინარ ბებიაშვილის ცხედრის საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.
ბაგრამის საავიაციო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით მოხდება.
მას აეროპორტში საპატიო ყარაული დახვდება. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი კი სამგლოვიარო მარშს შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.