მახათას მთის მიმდებარედ, კუკიის სასაფლაოების მიმართულებით ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 1 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
მათივე ცნობით, რაიმე სახის შენობა-ნაგებობა არ დამწვარა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.