აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,5 მლნ ბარელით ანუ 0,3%-ით შემცირდა და შეადგინა 481,9 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2,5 მლნ ბარელით ანუ 1,1%-ით და შეადგინა 227,7 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,2 მლნ ბარელით და შეადგინა 149,4 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.