ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ ბანკებისგან დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია კვლავ გამართეს.
როგორც საზოგადოებრივი წერს, მათ სოლიდარობა ოთარ ხმელიძეს გამოუცხადეს, რომელიც ბანკის შენობის წინ მესამე დღეა შიმშილობს.
ოთარ ხმელიძე ბანკისგან ორ თვეში 22 000 ლარის ჯარიმის დარიცხვის ფაქტს აპროტესტებს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობისათვის მიცემული არც ერთი დაპირება არ შეასრულა და ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, უფრო დაამძიმა.