აშშ-ს მეორე ლედი კარენ პენსი ,,კამარას'' თერაპიული პროგრამის ხელმძღვანელ ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრას ტვიტერის გვერდზე ეხმაურება:
,,საინტერესო შეხვედრა შედგა თბილისში პაციენტ ხელოვანებთან, რომლებმაც ისაუბრეს საკუთარ ნამუშევრებზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედა არტ თერაპიამ მათ ცხოვრებაზე. წამყვანი არტ თერაპისტი ნათია ფანჯიკიძე დიდებულ საქმეს აკეთებს საქართველოში ამ მიმართულებით. ძალიან ვისიამოვნე ჩვენი საუბრით", - წერს კარენ პენსი ,,ტვიტერში" და შეხვედრის ფოტოებსაც აქვეყნებს.