საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
იოსებიძის ქ. N72-74 კორპუსებს შორის და კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა სრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის სასრიალო, აიწონა-დაიწონა და საქანელა დამონტაჟდება.ძველი სკამები და სანაგვე ურნები უკვე ახლით შეიცვალა და დაიგო კაუჩუკის ახალი საფარი.
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს.