მიმდინარე წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 49,092 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ საანგარიშო პერიოდში 69% -ით არის გაზრდილი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. 2017 წლის ივლისის მონაცემები 188 რეისს ითვლის.