რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცმა წუხელ გვიან ღამით, ძაღლი მოკლა.
როგორც ირკვევა, მამაკაცმა ძაღლი სასტიკად ცემა, რის შედეგადაც, ცხოველი მოკვდა.
ფაქტის თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს და მომხდარზე რეაგირება მოითხოვეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცავებმა წუხელვე გამოკითხეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.