აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, მაიკ პენსს სიონში პატრიარქი პირადად უმასპინძლებს.
სიონის საპატრიარქო ტაძარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა დღის მეორე ნახევარში, პრემიერთან და ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ არის დაგეგმილი.